ნორვეგიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გუშინ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც ნორვეგიის საელჩო სამძიმარს აცხადებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

ნორვეგიის საელჩო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ნორვეგიის საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო.
თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნული ნორვეგიის საელჩოს სამძიმრის წერილში.
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიადავით სონღულაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან
დავით სონღულაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…