პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია. როდესაც მივედით, ცოტა წამოიტირა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა და ხმამაღლა ვერ ტიროდა, ვერ ახერხებდა ტირილს. შემდეგ, როცა გავუთავისუფლეთ, ცოტა ხანს წამოიტირა, მერე დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი ისე იქცეოდა. მერე კონტაქტშიც შემოვიდა

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსიდან მაშველებმა 3 წლის გოგონა უვნებლად ამოიყვანეს; ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია. როდესაც მივედით, ცოტა წამოიტირა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა და ხმამაღლა ვერ ტიროდა, ვერ ახერხებდა ტირილს. შემდეგ, როცა გავუთავისუფლეთ, ცოტა ხანს წამოიტირა, მერე დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი ისე იქცეოდა. მერე კონტაქტშიც შემოვიდა
იმედინიუსი

მეხანძრე-მაშველმა, ბექა დაუდაშვილმა 3 წლის თაიას ნანგრევებიდან ამოყვანისა და გადარჩენის ამბავი „იმედის დღეში“ გაიხსენა. მისი თქმით, ეს ემოცია დაუვიწყარია.

„ეს არის, როგორც საკუთარი შვილი ჩაიხუტო იმ მომენტში ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან ძნელია ამ ემოციის სიტყვებით გამოხატვა. სირთულე იყო ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. წარმოუდგენლად რთული გამოსაყვანი იყო, რადგან ბავშვი ისე იყო მოყოლილი, რომ გამოყვანა გაჭირდა“, - განაცხადა მეხანძრე-მაშველმა.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებს გააჩნიათ ყველანაირი რესურსი და მსგავს სიტუაციებში სამოქმედოდ შესაბამისი სწავლება გაიარეს.

„გუშინ როდესაც შევედით ბავშვთან, ბავშვი არ იყო კონტაქტური. სახე ჰქონდა დაფარული, პარკი ჰქონდა და ცხვირიდან სუნთქავდა. სიტყვებსაც ვერ გადმოგვცემდა. ერთი პერიოდი იყო, რომ ფეხს ამოძრავებდა და ფეხიც არ გაგვიმოძრავდა, როდესაც შიგნით შევაღწიეთ“, - განაცხადა ბექა დაუდაშვილმა.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან გათავისუფლების შემდეგ, 3 წლის თაია დიდი ადამიანივით იქცეოდა.

„როდესაც მივედით, ცოტა წამოიტირა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა და ხმამაღლა ვერ ტიროდა, ვერ ახერხებდა ტირილს. შემდეგ, როცა გავუთავისუფლეთ, ცოტა ხანს წამოიტირა, მერე დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი ისე იქცეოდა. მერე კონტაქტშიც შემოვიდა“, - აღნიშნა მეხანძრე-მაშველმა.

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობო„შენ გენაცვალე, ძია“ - მაშველი გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენის ემოციებს იხსენებს: „ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს” – აშშ–ის საელჩოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები