რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსკოვი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტზე მუშაობს
რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა მოწვევაზე მუშაობენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსკოვში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტზე მუშაობს.
რიაბკოვის თქმით, საუბარია დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლების ვიზიტზე.
„თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა [პუტინმა] ჩინეთში ყოფნის დროს აღნიშნა ჩვენი გადაწყვეტილება, მოვიწვიოთ მოსკოვში ე.წ. ევროპული სამეულის წარმომადგენლები. ეს არის უახლესი ამბავი, რასაც განვიხილავთ და რაზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…