პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს „დემოკრატების“ მხრიდან მუქარების გამოძიება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, გამოიძიოს „დემოკრატების“ მხრიდან იმპიჩმენტისა და დასჯის მუქარები, რომლებსაც მან „რეკეტი და გამოძალვა“ უწოდა.

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს „დემოკრატების“ მხრიდან მუქარების გამოძიება დაავალა
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს დაავალებს შეისწავლოს დემოკრატების მხრიდან წამოსული იმპიჩმენტისა და „სხვადასხვა სახის დასჯის“ მუქარები, რომლებიც მისი ადმინისტრაციის წევრების, კომპანიებისა და მისი სამეჯლისო დარბაზის პროექტის დონორების წინააღმდეგ არის მიმართული.

„დემოკრატები ბევრ ადამიანს ემუქრებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორსა და სხვებს იმპიჩმენტითა და დასჯის სხვა ფორმებით, თუმცა თავადაც აღიარებენ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ. იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ეს უკანონო პროცესია მიმართული, არანაირი იმპიჩმენტის ღირსი ქმედება არ ჩაუდენიათ და არც კი უფიქრიათ ამაზე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე და დასძინა, რომ ეს არის „რეკეტი და გამოძალვა ყველაზე მაღალ დონეზე“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა სწორედ ამ „გამოძალველებს“ უნდა დაეკისროთ და „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, უფრო გონივრულად და სწრაფად იმოქმედონ.

„დემოკრატი“ პოლიტიკური ლიდერებისგან მუქარის შემცველი წერილები გაეგზავნა ბევრ ადამიანს, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. ამ განცხადების საფუძველზე, მე იუსტიციის დეპარტამენტს ვავალებ, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება!“ - განაცხადა ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დემოკრატები ბევრ ადამიანს ემუქრებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორსა და სხვებს იმპიჩმენტითა და დასჯის სხვა ფორმებით, თუმცა თავადაც აღიარებენ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ. იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ეს უკანონო პროცესია მიმართული, არანაირი იმპიჩმენტის ღირსი ქმედება არ ჩაუდენიათ და არც კი უფიქრიათ ამაზე“
„რეკეტი და გამოძალვა ყველაზე მაღალ დონეზე“
„დემოკრატი“ პოლიტიკური ლიდერებისგან მუქარის შემცველი წერილები გაეგზავნა ბევრ ადამიანს, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. ამ განცხადების საფუძველზე, მე იუსტიციის დეპარტამენტს ვავალებ, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება!“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დეინა უაიტს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები