პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის წარმომადგენლობა ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე მწუხარებას გამოთქვამს

ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე მწუხარებას გამოთქვამს
TV პირველი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.

„თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას და თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს სახალხო დამცველი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები