საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო - „ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ“
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებს. გაზის გაჟონვის შედეგად კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში ევროკავშირის საელჩო, თბილისში ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს“, - წერს ევროკავშირის საელჩო სოციალურ ქსელ X-ში.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს. ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…