ჩეხეთის საელჩო: „ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ“
ჩეხეთის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს. საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში ჩეხეთის საელჩო ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის: ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა – თანავუგრძნობთ ფონიჭალაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას, თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო - „ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ“
გაერო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…