პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოში კამათი იყო - გვარამიას განცხადებას, რომ მტკიცებულებების ვალიდურობა სასამართლოში დგინდება და არა „მოსამართლეების თავში“, ნადარაიამ არაკორექტული უწოდა, გვარამიამ კი მას უთხრა: „არ მივიღებ ამ ტონალობით ლაპარაკს“

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ფრაზის გამო, რომ მტკიცებულებათა ვალიდურობა „მოსამართლეების თავში“ არ წყდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში კამათი იყო - გვარამიას განცხადებას, რომ მტკიცებულებების ვალიდურობა სასამართლოში დგინდება და არა „მოსამართლეების თავში“, ნადარაიამ არაკორექტული უწოდა, გვარამიამ კი მას უთხრა: „არ მივიღებ ამ ტონალობით ლაპარაკს“
ინტერპრესნიუსი

კორექტულად, ბატონო ნიკა. „მოსამართლის თავებში“, რანაირი მიმართვაა? - თავი დაიწყნარეთ რამენაირად, თუ არადა, მერე მაინც მოგიწევთ დაწყნარება, იმიტომ, რომ მომიწევს გაშვება, - ასე მიმიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილების“ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

ვიდრე ნიკა გვარამიასა და მოსამართლე რევაზ ნადარაიას შორის კამათი წარმოიქმნებოდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა, რომელიც ეხებოდა მეცნიერებათა დოქტორის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე პროკურორის სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვას. მოსამართლემ იკითხა, თუ ვინ ეთანხმებოდა მოპასუხე მხარიდან ამ შუამდგომლობას. შუამდგომლობას მოპასუხეთაგან დაეთანხმა, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“, რადგან გვარამიას თქმით, მტკიცებულებების ვალიდურობა სასამართლოში დგინდება „და არა სხვაგან ან მოსამართლეების თავში“ .

„ვეთანხმები, თავისთავად, ცხადია. აქ, ითქვა, რომ ვალიდური მტკიცებულებებიო და ვალიდური არის თუ არა მტკიცებულება აქ დგინდება, ბატონო ვასილ [როინიშვილი] სადმე, სხვაგან ან მოსამართლეების თავებში კი არა, აქ. ამიტომ, არსებობს სასამართლო განხილვა, თუ არადა წერილობითი განხილვა იქნებოდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას ამ განცხადების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„კორექტულად, კორექტულად, ბატონო ნიკა!“-აღნიშნა ნადარაიამ, რაზეც გვარამიამ კითხვის სახით უპასუხა, „და, რა არის აქ, არაკორექტული?“.

„მოსამართლის თავებში“, რანაირი მიმართვაა? მოსამართლეები წყვეტენ. მაშინ, ასე ილაპარაკეთ თქვენს თავზე!“- მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას.

გვარამიამ თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ამ ტონალობით საუბარს მისგან არ მიიღებდა.

„უკაცრავად, მე არ მივიღებ თქვენგან ამ ტონალობით ლაპარაკს და ხმის აწევას. მე არაფერი არ მითქვამს. რა, „მოსამართლის თავებში“ შეურაცხყოფაა?“’- განაცხადა გვარამიამ.

თავის მხრივ, რევაზ ნადარაიამ უპასუხა, რომ ასეთი ტონალობით ნუ ალაპარაკებს სასამართლოს.

„ასეთი ტონალობით ნუ ალაპარაკებთ სასამართლოს, შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს. კონტექსტში და ფორმა, რანაირად [იყო] „მოსამართლის თავებში“, ასე არ უნდა ელაპარაკოთ სასამართლოს. თუ ეს მისაღებია თქვენზე ილაპარაკეთ“- განაცხადა ნადარაიამ.

ნიკა გვარამიამ მას ასე უპასუხა:

„არც ჩემ თავში არ წყდება ასეთი საკითხები, აქ წყდება საჯარო განხილვისას. „თავში“ ნიშნავს, რომ ადამიანი ტვინში საკუთარი მოსაზრებით არ წყვეტს“- განაცხადა გვარამიამ, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ნუ აუხსნიდა ამას, რადგან „ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი“.

„ძალიან გთხოვთ, დღეს აგრესიულად ხართ განწყობილი რატომღაც. კი, პრობლემები ექნება ამ მხარეს, მათ შორის მტკიცებულებების გამოკვლევის დროს და სტანდარტების დადგენა მოუწევს სასამართლოს, რამდენი ზეპირსიტყვიერი განმარტებაც არ უნდა ჰქონდეს, საკმარისია განაჩენი თუ არ არის საკმარისი. აგერ ვხედავთ, რა არის საკმარისი. აქ მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ სტანდარტის დადგენა. ვითომ სააკაშვილმა რომ გურამ შარაძე მოკლა, მთლად უბედურება რომ გავიგეთ, რომ არ გაგვიგია ისეთი - ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, როგორ ადგენს ეს [პარლამენტის საგამოძიებო] კომისია ფაქტებს. თან, კიდევ უარესი თქვეს, თურმე გამოძიება მიმდინარეობს და გამომძიებელი და პროკურორი არ დაუკითხავს ამ კომისიას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას გამოსვლას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ამ ტონით გამოსვლით მათ მიმართავდა.

„ასეთი გამოსვლით, გაბრაზებით, მაღალი ტონებით, თუ შეურაცხყოფით ჩვენ მოგვმართავს. მიზანი აქვს, რომ ჩაშალოს ეს სხდომა. ან ჩვენზე როდესაც საუბრობს, დაანებოს ხელების გამოშვერას ჩვენკენ და შეურაცხყოფების მოყენების მცდელობას“- აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძეს სხდომის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ უპასუხა. როგორც მან განმარტა, სხდომის ჩაშლის მცდელობას სასამართლო არავის მისცემს.

რაც შეეხება ხმამაღლა საუბარს, რევაზ ნადარაიას თქმით, ეს პრეტენზია მისაღებია და ნიკა გვარამიას მიმართა, რომ დამშვიდდეს და როცა თვითონ საუბრობს, ნუ აწყვეტინებს.

„დამშვიდებული ვარ, ეგრე ვასაბუთებ. ასეთი ფორმა მაქვს მუშაობის. პროცესი ასე მიმყავს, ადვოკატი ვარ, მე მომღერალი არ ვარ“- უპასუხა ნიკა გვარამიამ ნადარაიას.

თავის მხრივ ნადარაიამ მას უთხრა, რომ როცა სურს „გაწონასწორებული ხმით საუბრობს“.

„თქვენ, როდესაც გინდათ, ძალიან გაწონასწორებული და ნორმალური ხმით საუბრობთ და არც აქვს ამასთან სასამართლოს შენიშვნები. სასამართლო არის ადეკვატური. ძალიან კარგად ესმის, ვინ ჩხუბობს, როდის ყვირის. თქვენ ახლა ყვიროდით, ჩხუბობდით... დამშვიდდით, დაწყნარდით ერთმანეთთან კამათს თავი აარიდეთ.. გაფრთხილებთ, მართლაც, მხარესთან ასეთი ტიპის კომუნიკაციაში შესვლა და ურთიერთშეურაცხყოფები მიუღებელია“- განაცხადა გვარამიას მისამართით სხდომის თავმჯდომარემ.

გვარამიამ განაცხადა ისიც, რომ მისი მისამართით სიტყვა „თვითაგზნება“ გამოიყენეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ.

„ახლა, „თვითაგზნებას“ იქიდან რომ დამძახებს, უკაცრავად, პასუხს გავცემ პატივცემულო მოსამართლე“, - უპასუხა გვარამიამ რევაზ ნადარაიას.

გვარამიას ანუ წითლიძეც დაეთანხმა, რომ „ასე დაუძახეს“.

გვარამიას მოსამართლე რევაზ ნადარაიამ შეახსენა, რომ ერთხელ უკვე იყო გაძევებული და ამიტომ განსაკუთრებულად უნდა იცავდეს თავს, რაზეც გვარამიამ მას უპასუხა, რომ ეს გასაგებია და იქნებ, მხარესაც უთხრას, თავი შეიკავოს.

ნადარაიას განმარტებით, მას არ გაუგია, მიაყენა თუ არა ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მოსარჩელე მხარემ.

„უთხარით თუ არა, არ ვიცი და აქედან გამომდინარე შენიშვნას ვერ გაძლევთ, მაგრამ ნუ შეხვალთ მეორე მხარესთან კამათში“,- მიმართა რევაზ ნადარაიამ მოსარჩელე მხარეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია - კვირებია თვალებში არაკვალიფიციურობას და უსინდისობას ვუყურებ და ამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ პიროვნულ საკითხებზე გადასვლის ატანა, იქნება ეს მურთაზ ზოდელავას მოხმობით თუ სხვა რამით, არც შემიძლია და არც ვაპირებ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები