პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე - მოლაპარაკება მიმდინარეობს არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ „ოცნებასა“ და რუსეთს შორის, თან მარტო და პირისპირ - ისეთი სცენარია, რომელიც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც შეიძლებოდა არ გვენახა

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსაქართველოს მთავრობა

დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, მინსკში რუსეთსა და „ქართულ ოცნებას“ შორის პირისპირ მოლაპარაკება საერთაშორისო დაცულობისა და გარანტიების გარეშე მიმდინარეობს, რაც მიუღებელია.

გიორგი შარაშიძე - მოლაპარაკება მიმდინარეობს არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ „ოცნებასა“ და რუსეთს შორის, თან მარტო და პირისპირ - ისეთი სცენარია, რომელიც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც შეიძლებოდა არ გვენახა
ინტერპრესნიუსი

პირისპირ მოლაპარაკება მიმდინარეობს არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ „ოცნებასა“ და რუსეთის მხარეს შორის - თან მარტო და პირისპირ, თან კორუმპირებული, თან არაკომპეტენტური ის სცენარია, რომელიც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც შეიძლებოდა არ გვენახა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მინსკში შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც „ოცნება“ გვთავაზობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირისპირ მოლაპარაკებები რუსული გავლენის მქონე დედაქალაქში გაიმართოს და ამას არ ჰქონდეს არანაირი საერთაშორისო დაცულობა და გარანტიები.

„ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთთან დიალოგი საჭიროა. მეტსაც გეტყვით, აუცილებელი. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა სხვა ვერავინ გააკეთებს, მაგრამ აქ მთავარია, ვინ ელაპარაკება რუსეთს. მით უფრო, როდესაც არის პირისპირ საუბარი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კორუმპირებული, გახრწნილი, არაკომპეტენტური „ოცნება“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო იზოლაციაში აღმოჩნდეს და აღარ დარჩეს სტრატეგიული პარტნიორები, რუსეთს ელაპარაკება, თან მარტო და პირისპირ, თან კორუმპირებული, თან არაკომპეტენტური ის სცენარია, რომელიც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც შეიძლებოდა არ დაგვსიზმრებოდა. აქამდე მიგვიყვანა დღეს „ოცნებამ“, რომ პირისპირ მოლაპარაკება მიმდინარეობს არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ „ოცნებასა“ და რუსეთის მხარეს შორის.

ამ მოლაპარაკებას არ აქვს არანაირი დაცულობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც პირველ რიგში, არიან საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტი. ჟენევის ფორმატი რატომ იყო მისაღები?! იმიტომ, რომ იქ თანათავმჯდომარეები არიან და შესაბამისად, ამ ფორმატის ობიექტურობას და საქართველოს ინტერესების დაცვას არა მხოლოდ საქართველო ცდილობს, არამედ ევროკავშირი, გაერო და ა.შ. როდესაც ამის ალტერნატივად „ოცნება“ გვთავაზობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირისპირ მოლაპარაკებები რომელიღაც რუსული გავლენის მქონე დედაქალაქში გაიმართოს და ამას არ ჰქონდეს არანაირი საერთაშორისო დაცულობა და გარანტიები მათ შორის, ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის, რა თქმა უნდა, მიუღებელია,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ერთმანეთს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს. მათივე განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში შეხვედრები გააგრძელონ. განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ „მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა მინსკში, განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში შედგა“. უწყების ცნობით, ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა და „მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები“.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები