“მანიპულაცია და თემის გამოყენება თუ რამეა – ეს არის. ეს და პატარა ბარბარე რაფალიანცის საქმეა”– სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია ხელისუფლებას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი 3 წლის ბავშვით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მომხდარს ბარბარე რაფალიანცის საქმეს ადარებს.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
3 წლის ბავშვს უამრავი კაცი დაადგა თავზე, კამერების თანხლებით: როგორ გეძინაო ჰკითხეს.
ბავშვს რომელიც გუშინ თავად კი გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მისი დედა და 7 წლის და – ვერ.
3 წლის ბავშვს კამერებით დაადგნენ, რომ წარმოაჩინონ, როგორი ჰუმანური და მზრუნველი მთავრობა გვყავს.
მანიპულაცია და თემის გამოყენება თუ რამეა – ეს არის. ეს და პატარა ბარბარე რაფალიანცის საქმეა.
არადა, ბავშვებს თუ რამე უბედურება ეწიათ ამ ქვეყანაში – მოწამვლა, გზებზე და პარკებში სიკვდილი, ბაღებისა და სკოლების გარეშე დარჩენა, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება – ყველაფერი ოცნების პოლიტიკისა და კორუფციის ბრალია.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი იყო შვიდი ადამიანი, საიდანაც მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი, 3 წლის თაია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…