პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი – ფონიჭალაში მომხდარმა თითოეული ჩვენგანი შეძრა, თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს

შინაგან საქმეთა სამინისტროთბილისის მერიასაქართველოს მთავრობა

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

მიხეილ ყაველაშვილი – ფონიჭალაში მომხდარმა თითოეული ჩვენგანი შეძრა, თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს
პირველი არხი

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, ყაველაშვილი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.

„მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა, განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა - მიხეილ ყაველაშვილი
  2. POSTVსამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: „ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: “ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები