ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ემსხვერპლა, რის გამოც მთავრობის განკარგულებით 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
გუშინ ღამით 12:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. ამით ქვემო ფონიჭალაშვილი სამძებრო ოპერაცია დასრულდა.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიამთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…