ირაკლი კობახიძე – გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.

გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც საძმებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.
„გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდი, მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაკობახიძემ ტრაგედიის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა - პირველი კომენტარი
ირაკლი კობახიძე - მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს, მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - მადლობა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მაშველებს, შს მინისტრს, მერიის სამსახურს, მაქსიმუმი გააკეთეს!
მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე: “მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მადლობას ვუხდი ექიმებს”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…