კობახიძემ ტრაგედიის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა - პირველი კომენტარი
ირაკლი კობახიძემ ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა და განაცხადა, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი.

ირაკლი კობახიძემ ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ბავშვები მოინახულა.
როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის პროცესში უკვე ჩაერთნენ ფსიქოლოგებიც.
ამასთან, კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველა შესაბამის უწყებას, ვინც ჩართული იყო სამძებრო- საძიებო სამუშაოებში.
მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას, გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათზე ზრუნავენ ექიმები. ექიმებს მადლობას გადავუხდი, ასევე ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს, ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა.
გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო საძიებო სამუშაოებში, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა ამისთვის, - განაცხადა კობახიძემ.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…