გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა - დანიის საელჩო
დანიის საელჩომ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 5 დაშავდა, დაღუპულთა ოჯახებსა და დაზარალებულებს სამძიმარი გამოუცხადა.

დანიის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა", - აღნიშნულია წერილში.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაისრაელის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას
ისრაელის საელჩო: „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“
ფონიჭალის ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ - ნორვეგიის საელჩო თბილისში
უკრაინის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს
ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ჩინეთის საელჩო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…