პოლიტიკა · 20 ნოემბერი, 12:32
ისრაელის საელჩო: „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“
ისრაელის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ქართველი ხალხის ტკივილს იზიარებს.

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…