პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლონდონის პრესტიჟულ უბნებსა და ხალხმრავალ ადგილებში საქართველოს შესახებ საიმიჯო ბანერები განთავსდა - მარკეტინგული კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ლონდონის 50 ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი საიმიჯო ბანერები განთავსდა, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მეიფერი, კენსინგტონი, ჩელსი, ნოთინგ ჰილი, ბრიქსტონი, ტაუერ ბრიჯი - ლონდონის პრესტიჟულ უბნებსა და ხალხმრავალ ადგილებში საქართველოს შესახებ საიმიჯო ბანერები განთავსდა.

სვანური კოშკები, დათოვლილი მთები და გუდაურის სათხილამურო ტრასები - ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ლონდონის ქუჩებში რიგით გამვლელებს და უცხოელ მოგზაურებს შეხვდება. სარეკლამო მასალებს თან ახლავს გზავნილები - მოწვევა, რომ აღმოაჩინონ საქართველო და გამოცადონ მისი მთების განსაკუთრებული ხიბლი.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა მხოლოდ დიდი ბრიტანეთით არ შემოიფარგლება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ აქტივობებს ევროპის, ამერიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში სამიზნე ბაზრებზე აქტიურად ახორციელებს. კამპანიების მნიშვნელობასა და შედეგებზე საუბრობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, საქართველოს ცნობადობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე დადებითად აისახება ტურისტული ნაკადის რაოდენობაზე.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გათვლილი მარკეტინგული აქტივობები უცხოელი მოგზაურების დაინტერესებასა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ოთხ სეზონური ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას ემსახურება.

მარკეტინგული კამპანია, რომელიც ლონდონის მასშტაბით 50 ცენტრალურ ლოკაციას მოიცავს, წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„Emotions are Georgia“ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები