პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა - საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ, იანვარ-ოქტომბერში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი შეადგინა

საქსტატი

საქსტატის ცნობით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 18%-ით გაიზარდა და დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც ადგილობრივ ექსპორტზე 4 მილიარდზე მეტი მოდის.

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონების მადანი და ფეროშენადნობები - ის სასაქონლო ჯგუფებია, რომლებიც ადგილობრივი ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვან წილს იკავებენ. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში, ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან 829 მილიონი აშშ დოლარი, ძვირფასი ლითონების საზღვარგარეთ გატანიდან - 524 მილიონი, ფეროშენადნობების ექსპორტიდან კი, 262 მილიონი დოლარი შემოვიდა.

საერთო ჯამში, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ, იანვარ-ოქტომბერში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი 18%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 60.2%-ია. თავის მხრივ ეს მაჩვენებელი 57%-ით გაზრდილია. რაც თანხობრივად, 4 მილიარდ 141 ათასზე მეტი დოლარს შეადგენს.

ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში 62,6%-ი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვაც დაითვალა. საერთო ჯამში 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, სავაჭრო ბრუნვამ 23 მილიარდ 76 მილიონი დოლარს შეადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ფეროშენადნობთა ექსპორტი 51%-ით გაიზარდა - სად ვყიდით მასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები