პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი – სრულად აცდენილია ყოველგვარ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა

ტელეიმედისაკონსტიტუციო სასამართლო

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების შესახებ პროცესზე გაკეთებული განცხადებები სასამართლოზე ღია ზეწოლაა და ევროპულ სტანდარტებს სრულად აცდენილია.

მაკა ბოჭორიშვილი – სრულად აცდენილია ყოველგვარ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა
პირველი არხი

სრულად აცდენილია ყოველგვარ იმ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, რომელზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა, პოლიტიკური განცხადებების კეთება და ზოგადად, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიზება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სამართლებრივ ხასიათს ატარებს და სასამართლო ვალდებულია, კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად განიხილოს წარდგენილი სარჩელი.

„არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება, მიმდინარეობს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სრულიად სამართლებრივი პროცესი. ყველას აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებაა, განიხილოს ეს სარჩელი და საქმე შესაბამისი პრინციპების შესაბამისად წარმართოს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და მიღებული რეზოლუციები, რომლებიც წინასწარ აფასებენ სასამართლო პროცესს და საუბრობენ სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების შედეგებზე, პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ან მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე.

„ეს არის სრულიად მიუღებელი და ზუსტად იმ ფასეულობებთან მოდის წინააღმდეგობაში, რომლებსაც წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდეს და ეფუძნება ევროკავშირი და ევროპული სტრუქტურები, თუმცა ჩვენ ვხედავთ ძალიან ხშირად ამ ფასეულობების არასწორად გამოყენებას, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე. ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე. ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები