პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მხოლოდ უცოდინარობაა“ მოსაზრება, თითქოს საქართველოს ურთიერთობებმა სხვა რეგიონებთან, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან, ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს.

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან
იმედინიუსი

მხოლოდ უცოდინარობაა, მსგავსი იდეა სხვაგვარად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს, ან ევროკავშირთან ინტეგრაციას შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ურთიერთობებმა სხვა რეგიონებთან თუ სხვა ქვეყნებთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან.

„მხოლოდ უცოდინარობაა, მსგავსი იდეა სხვაგვარად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს, ან ევროკავშირთან ინტეგრაციას შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ურთიერთობებმა სხვა რეგიონებთან თუ სხვა ქვეყნებთან, მაშინ როდესაც პირიქით ვხედავთ, ევროკავშირის მცდელობებს, თავად განავითაროს სხვადასხვა ფორმატში - იქნება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, თუ სხვა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობები. იმასაც ვხედავთ, თუ რამხელა პოლიტიკური ძალების კონცენტრაცია ხდება და სად ხდება ამ ძალების კონცენტრაცია სწორედ იგივე გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, კონფლიქტებიდან გამომდინარე; კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაჭრის ძიებიდან გამომდინარე, თუ სად არის ეს პოლიტიკური ცენტრები.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს ამ პროცესებში საქართველოს როლის უფრო უკეთ წარმოჩენა, საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის მზარდი როლი გლობალურად თვალსაჩინოა და შესაბამისად, ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ იმ ქვეყანასთან, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში, ეს ურთიერთობები ჩინეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის იყოს მყარი, იყოს ძლიერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები