პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირზე: ყველა ინსტრუმენტი მოშალეს, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი, შინაარსია თავიდან მაგიდაზე დასაბრუნებელი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიოთ ამ ურთიერთობებში

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირმა პოლიტიკური დიალოგის ყველა ინსტრუმენტი მოშალა და ურთიერთობებში შედეგის მისაღწევად შინაარსი მაგიდაზე თავიდანაა დასაბრუნებელი.

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირზე: ყველა ინსტრუმენტი მოშალეს, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი, შინაარსია თავიდან მაგიდაზე დასაბრუნებელი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიოთ ამ ურთიერთობებში
იმედინიუსი

ყველა ინსტრუმენტი მოშალეს, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო, არ ჩატარებულა ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, სადაც ვსაუბრობდით ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, გაბუტვისა და დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკას არანაირი შედეგი არ მოუტანია.

„რა შედეგი შეიძლება მოეტანა გაბუტვის პოლიტიკას და დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკას? ყველა ინსტრუმენტი მოშალეს სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო. არ ჩატარებულა ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, სადაც ვსაუბრობდით ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზზე. ეს შეხვედრები სარგებლის მომტანი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს შეხვედრები სარგებლის მომტანი იყო ევროკავშირისთვისაც, ეს მექნიზმები თავად ევროკავშირის მხარემ მოშალა არასწორი გადაწყვეტილებების საფუძველზე. შესაბამისად ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი, შინაარსია თავიდან მაგიდაზე დასაბრუნებელი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიოთ ამ ურთიერთობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ორი წელია შეჩერებულია პოლიტიკური დიალოგი. ევროკავშირს არ აქვს კომუნიკაცია არც ერთ დონეზე, არც პოლიტიკურ და არც ექსპერტების დონეზე და შემდეგ ჩვენ ვხედავთ ანგარიშს, რომელიც ძირფესვიანად უნდა აფასებდეს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, თუ სისტემას, რაც წარმოუდგენელია, რომ იყოს ობიექტური
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი ანტიდასავლური ნარატივი და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები