მაკა ბოჭორიშვილი: ისევ ისმის მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან, ვნახოთ, როგორი პოზიციით წარდგებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებით
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან მუქარები ისმის და იანვარში დაგეგმილი განხილვების კონტექსტი პოზიტიურ მოლოდინს არ ქმნის.

ისევ ისმის მორიგი მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან. ვნახოთ, რა განხილვა იქნება იანვარში და როგორი პოზიციით წარდგებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში "იმედის" ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებსა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს ფაქტია, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები არ ამართლებენ ბრიუსელის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში და რომ გაბუტვის პოლიტიკა არავისთვის შედეგის მომტანი არ არის, უმრავლესობა ამას აცნობიერებს და საქართველოსთან დიალოგისა და ჩართულობის პოლიტიკას ემხრობიან.
"შესაბამისად, ვნახოთ, როგორი იქნება განხილვა იანვარში. წინასწარ რთულია პროგნოზების გაკეთება, რა იქნება აქტუალური დღის წესრიგი, თუმცა კონტექსტი, რა კონტექსტშიაც გვესმის იანვარში დაპირებული განხილვები, ნამდვილად არ არის პოზიტიური და არ ქმნის პოზიტიურ მოლოდინს, როდესაც ეს გვესმის ბრიუსელის კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მიერ ქართველი ხალხის სახელით გაკეთებულ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან, ქართველი ხალხის სიყვარულთან და პატივისცემასთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…