პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაა, რათა საქართველოს შესახებ კარგი არაფერი ითქვას და ქვეყანა ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩნდეს.

მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცემაში „იმედი LIVE“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ილაპარაკა, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და ასევე დემოკრატიულ უკუსვლაზეა ლაპარაკი.

მისი თქმით, ანგარიშში ზუსტად ახმიანებს ბრიუსელის პოზიციას, რომ არაფერი არ უნდა იყოს საქართველოზე პოზიტიურ ჭრილში ნათქვამი.

„ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური. ეს არის ის, რისი გადმოცემაც ამ ანგარიში სურდა ევროპულ მხარეს. სამწუხაროა ეს და ნამდვილად არ იძლევა ობიექტურ სურათს.

მითუმეტეს, როდესაც ამ ანგარიშს შემდგომში ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავად ევროპის და ევროკავშირს წინაშე და თუკი ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება ამგვარად მომზადებულ მასალას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, თავისთავად კითხვის ნიშანები ჩნდება ამ გადაწყვეტილებების სისწორესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, სიმართლის გარკვევის სურვილი და მზადყოფნა რომ იყოს, ევროკავშირი მარტივად დაინახავდა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც ევროპული ინსტიტუტების კვლევებში რიცხობრივად არის გამოხატული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ორი წელია შეჩერებულია პოლიტიკური დიალოგი. ევროკავშირს არ აქვს კომუნიკაცია არც ერთ დონეზე, არც პოლიტიკურ და არც ექსპერტების დონეზე და შემდეგ ჩვენ ვხედავთ ანგარიშს, რომელიც ძირფესვიანად უნდა აფასებდეს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, თუ სისტემას, რაც წარმოუდგენელია, რომ იყოს ობიექტური
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: ისევ ისმის მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან, ვნახოთ, როგორი პოზიციით წარდგებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები