პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრიდრიხ მერცი - სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, ჩვენ მასში ჩართულები ვიქნებით - მოლაპარაკებები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა და ევროპა ამ პროცესის ნაწილი ერთად იქნებიან

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ უკრაინა და ევროპა მასში ერთად მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო „იალტის ფორმატი“ მშვიდობას ვერ მოიტანს.

ფრიდრიხ მერცი - სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, ჩვენ მასში ჩართულები ვიქნებით - მოლაპარაკებები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა და ევროპა ამ პროცესის ნაწილი ერთად იქნებიან
ინტერპრესნიუსი

იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ კიევის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, ჩვენ მასში ჩართულები ვიქნებით. მოლაპარაკებები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა და ევროპა ამ პროცესის ნაწილი ერთად იქნებიან. „იალტის სტილის“ ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მერცის თქმით, დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს საჩუქრად ბერლინის კედლის ნატეხი გადასცა, როგორც მაგალითი იმისა, „თუ რას წარმოადგენდა იალტის გარიგება ბერლინისთვის“.

„შეიძლება გაიხსენოთ, რომ 1987 წელს პრეზიდენტი რეიგანი აქ, ბერლინში იდგა და თქვა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი!“ დღეს კი ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვეუბნებით: „დაასრულეთ უკრაინაში ომი და მოდით, ერთად ვიმუშაოთ დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოსაძიებლად“. ჩვენ არ გვსურს, რომ კვლავ გაყოფილ ევროპაში ვიცხოვროთ. ჩვენ თავისუფლებისა და მშვიდობის პირობებში, ერთად ცხოვრება გვსურს“, - აღნიშნა მერცმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მერცმა რუსეთს სანქციების შეჩერების პერსპექტივა შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დათმობებისთვის მზადყოფნას გამოთქვამსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები