პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან და სი ძინპინთან სამმხრივმა შეხვედრამ „შესანიშნავად ჩაიარა“.

დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ომის დასრულების საკითხზე ნებისმიერ დიპლომატიურ წინადადებასთან დაკავშირებით კონსულტაცია მასთან უნდა შედგეს.

„უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ“, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე უკრაინის იერიშის გამო გაბრაზებულია.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქალაქ შენჭენში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივმა შეხვედრამ „შესანიშნავად ჩაიარა“.

„ვფიქრობ, 12 ქულა. 10 - ბალიანი სისტემიდან ეს 12 იყო. შესანიშნავად ჩაიარა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, რომ პუტინს და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც, სურთ ამ ომის დასრულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები