პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი ვეტინგზე: ეს არის დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე გალაშქრება იმ მიზნით, რომ არ ენდობიან ხალხის არჩევანს

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვეტინგი ქვეყნებში პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების მექანიზმია, დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე გალაშქრებას წარმოადგენს და ეს ფანდი საქართველოში არ გავა.

ირაკლი ქადაგიშვილი ვეტინგზე: ეს არის დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე გალაშქრება იმ მიზნით, რომ არ ენდობიან ხალხის არჩევანს
იმედინიუსი

​ვეტინგი არანაირად არ გახლავთ არც რაიმე კონსტიტუციური მექანიზმი და არც ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტით არის განსაზღვრული. ეს არის გზადაგზა მოგონილი, სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, კანდიდატ ქვეყნებში პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების მექანიზმი, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ მონტენეგროში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმთან დაკავშირებით. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პარალელს ავლებს საქართველოსთან და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ეს არის დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე გალაშქრება იმ მიზნით, რომ არ ენდობიან ხალხის არჩევანს. მათ სჭირდებათ გარკვეულწილად მორჩილი სასამართლო თუ სახელისუფლებო სისტემები. ამიტომ ხალხის არჩევანი სხვადასხვა დროს შეიძლება ასეთი ევროჩინოვნიკებისთვის მიუღებელი იყოს და აქედან გამომდინარე, ეს მექანიზმი დააკორექტირებს ხალხის არჩევანს და პოლიტკორექტული მიმართულებით წაიყვანს. აი ეს არის ამ ყველაფრის მთელი შინაარსი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს თავიდანვე მიუღებელი და ნათელი იყო და ეს ფანდი საქართველოში არ გავიდა და არც გავა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზა არ გადის სუვერენიტეტის დათმობაზე, პირიქით - ლევან მახაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები