პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზა არ გადის სუვერენიტეტის დათმობაზე, პირიქით - ლევან მახაშვილი

ქართული ოცნება

ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა სუვერენიტეტის დათმობაზე არ გადის, ხოლო ვეტინგის მსგავსი ინიციატივები სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების ბრიუსელისა და უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების ხელში გადასვლის მცდელობაა.

საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზა არ გადის სუვერენიტეტის დათმობაზე, პირიქით - ლევან მახაშვილი
რუსთავი 2

ბრიუსელის მხრიდან მონტენეგროში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვეტინგის მოთხოვნას კიდევ ერთხელ ეხმიანებიან თბილისში და მას საბჭოთა პრაქტიკას ადარებენ.

ინიციატივის მიხედვით, მონტენეგროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამდებობის დაკავებამდე კეთილსინდისიერების წინასწარი შემოწმება უნდა გაიარონ. კრიტიკის მთავარი მიზეზი კი ისაა, თუ ვინ შეამოწმებს ხალხის არჩეული ხელისუფლების კეთილსინდისიერებას.

"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ აღნიშნული მოთხოვნა, გარე ძალებს არასასურველი პირების დაბლოკვის საშუალებას აძლევს, მაშინ როცა წევრ ქვეყნებს - საფრანგეთს ან გერმანიას მსგავსი რევიზია არ ეხებათ.

საკითხთან დაკავშირებით საუბრობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ლევან მახაშვილი, პარალელს საქართველოსთან ავლებს და აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზა სუვერენიტეტის დათმობაზე არ გადის.

"ოფიციალური თბილისისთვის, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზა არ გადის სუვერენიტეტის დათმობაზე, პირიქით. ჩვენ ევროპული ინტეგრაცია წარმოდგენილი

გვაქვს სუვერენიტეტის გაძლიერების შესაძლებლობად, მაქსიმალურად ჩვენი ინტერესების დაცვის შესაძლებლობად, თუმცა ჯერჯერობით აი ამგვარი ინიციატივების სახით ჩვენ ვიღებთ საპირისპიროს. მცდელობას, რომ სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა, ზოგადად მართლმსაჯულება და სხვა სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები გადავიდეს ბრიუსელის თუ ზოგიერთი უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოს ხელში.

ჩვენ ასე არ წარმოგვიდგენია ეს გზა, თუმცა, ნუ, თუ მონტენეგრო თვლის, რომ ეს მათი არჩევანია, რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია და ჩვენ მათ არჩევანს პატივს ვცემთ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი – არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები