პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოების ნაწილი გამუდმებით ვეტინგს მოითხოვს, მათი ფილოსოფიაა, რომ ხელისუფლების ნება, ფორმა და ფორმირება უნდა მოხდეს უცხოელების მიერ

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ვეტინგის მოთხოვნის უკან ქვეყნის დამოუკიდებლობის წართმევა დგას და ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების ფორმირება უცხოელების მიერ სურს.

ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოების ნაწილი გამუდმებით ვეტინგს მოითხოვს, მათი ფილოსოფიაა, რომ ხელისუფლების ნება, ფორმა და ფორმირება უნდა მოხდეს უცხოელების მიერ
პირველი არხი

ვისაც წაუკითხავს, 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების პერიოდში რა სულისკვეთება ჰქონდა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას ან ვისაც ახსოვს, თუ რა სულისკვეთება ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უკვე ჩვენს თანამედროვეობაში, ალბათ მათთვის ცოტა შოკის მომგვრელია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები ითხოვენ, რომ საქართველოს სახელისუფლებო სისტემები და ინსტიტუტები ფორმირდებოდეს არა ქართველი ხალხის მიერ და მათი ნების შესაბამისად, არამედ უცხოელების კომისიური თანხმობის შედეგად, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

ქადაგიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოების ნაწილი გამუდმებით ვეტინგს მოითხოვს, რადგან მათი ფილოსოფია და ფსიქოლოგიაა, რომ ხელისუფლების ნება, ფორმა და ფორმირება უნდა მოხდეს არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ უცხოელების მიერ.

„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსი თავს არასრულყოფილად აღიქვამს, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს მმართველი იყო და პასუხისმგებლობა გათვიცნობიერებული გქონდეს. ეს ფილოსოფია და ფსიქოლოგიაა, რომლითაც ის ქართველი პოლიტიკოსები არიან დაავადებულები, ვინც გამუდმებით ვეტინგს მოითხოვენ. რეალობაში, რა დევს ვეტინგის უკან? – ვეტინგის უკან დევს ის, რომ არ უნდა იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. ანუ, შენი ხელისუფლების ნება, ფორმა და ფორმირება უნდა მოხდეს არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ უცხოელების მიერ.

სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში სხვადასხვა დროს ასეთი გზა გავლილი გვაქვს, და არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ მანამდეც, ისტორიულ წარსულშიც, როდესაც ხან მეფეს და ხან სხვას გვინიშნავდნენ.

კომუნისტების დროს ოფიციალური ვეტინგი იყო, როდესაც მოსკოვში განისაზღვრებოდა, ვინ იქნებოდა ცეკას პირველი მდივანი, ვინ – მინისტრი, ვინ – რაიკომის მდივანი და ა.შ. დამოუკიდებლობა იმისთვის თუ მოვიპოვეთ, რომ ახალი დამოკიდებულების და ქამრის ქვეშ აღმოვჩენილიყავით, შეიძლება, ვიღაცისთვის ეს არის გამოსავალი, რადგან დაფინანსებას იქიდან იღებს და ანგარიშვალდებულიც იმ დოლარისა და ევროს წინაშეა, საიდანაც ის ფინანსდებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფო თავად ავაშენოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ვეტინგის არსი თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, უცხოელს „გადამწყვეტი ხმა“ უნდა ჰქონდეს, ეს სიტყვა-სიტყვით წერია საქართველოს მიმართ ბრიუსელის მოთხოვნაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები