საზოგადოება · 19 ნოემბერი, 17:47
დღის ფოტო - ფონიჭალაში ნანგრევებიდან ცოცხლად გამოყვანილი ბავშვი 3 წლისაა

მაშველებმა გარადჩენილი ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს – ის სავარაუდოდ კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.
მაშველებმა ჩამონგრეულ კორპუსში ცოტა ხნის წინ ჰიდრავლიკური მაკრატელი შეიტანეს – ეს არის სპეციალური საშუალება რკინის და სინკარების გადასაჭრელად იმისთვის, რათა მაშველები უფრო ღრმად შევიდნენ.
მაშველებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ამ წუთებში მუშაობა, რადგან ჩამონგრეულია 4 სართული.
სწორედ ბეტონის ნაწილების ქვეშ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში დილით მოხდა.
მასალის შესახებპირველწყარო: Facebook
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…