ცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძეზე: საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის
ცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძეს ფონიჭალის ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უბედურ შემთხვევებზე ქულების დაწერა თავად პროპაგანდის ავტორებს აზიანებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, თორნიკე რაზმაძის მიერ ფონიჭალაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ხედავს ზღვარს გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის.
ანანიძის თქმით, უბედურ შემთხვევებზე ქულების დაწერის მცდელობა და "სხვისი ზარალი ჩემი მოგებაას" პრინციპი, ისევ ამ პროპაგანდის ავტორებს აზიანებს.
"საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის. უბედურ შემთხვევებზე ქულების დაწერის მცდელობა და პრინციპი: "სხვისი ზარალი ჩემი მოგებაა" ისევ ამ პროპაგანდის ავტორებს აზიანებს,"- წერს ცოტნე ანანიძე.
ოპოზიციის პროპაგანდისტი თორნიკე რაზმაძე ფეისბუქ-პოსტში ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს და აცხადებს, რომ პოლიტიკაზე ხმის არ ამოღების შემთხვევაში პრობლემები მაინც შეეხება ადამიანების ოჯახებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…