"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში პოზიტიური ცვლილებები მიმდინარეობს და გვირაბის ბოლოს სინათლე უკვე ჩანს. მისი თქმით, გუნდის განახლების პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად ვითარდება.

იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ, ეროვნულ გუნდში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იტალიელებმა 10 ქულა დააგროვეს და ბელგიის, საფრანგეთისა და თურქეთის მონაწილეობით გამართულ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.
"რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე მატჩს ვუყურე. ვფიქრობ, ეს პროცესის დასაწყისია, რომელიც მოსალოდნელზე სწრაფად ვითარდება. რომში პირველი მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ. ასეთი მაღალი დონის ორი მატჩის ასეთ მოკლე პერიოდში ჩატარება მარტივი არ არის.
ვფიქრობ, პირველი ორი თვის შეფასება დადებითად შეიძლება. გვირაბის ბოლოს სინათლე უკვე ჩანს. წინ ჯერ კიდევ რთული გზაა, რომელიც მოთმინებას, დიდ ძალისხმევასა და შეუპოვრობას მოითხოვს, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო ვალია, მხარი დავუჭიროთ ამ განახლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც მის განხორციელებაზე მუშაობენ", - განაცხადა კიელინიმ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…