"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მეტი ლუის ვან გაალისგან ისწავლა. ენრიკემ ასევე გაიხსენა თავისი კარიერის დასაწყისი ბარსელონა B-ში, სადაც თავდაპირველად ფეხბურთელებს გადატვირთული ვარჯიშებით ავარჯიშებდა.

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლუის ვან გაალის გავლენაზე ისაუბრა და გაიხსენა, როგორ დაიწყო სამწვრთნელო კარიერა "ბარსელონა B-ში".
"ბევრ სისულელეს ვაკეთებდი. ვარჯიშებზე ფეხბურთელებს თითქმის გამოფიტვამდე ვტვირთავდი. მახსოვს, ერთ ღამეს გამეღვიძა და თავის დანებებაზე დავიწყე ფიქრი, თუმცა ყველაფერი კარგად გავაანალიზე და მეორე დილით, 8 საათზე, გავაგრძელე მუშაობა.
ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამდენი სირბილი ფეხბურთელებს ახალ დონეზე აიყვანდა. სხვა გზა უბრალოდ არ ვიცოდი და ამიტომაც ბევრს ვარბენინებდი. დროთა განმავლობაში იმ მწვრთნელების საუკეთესო მეთოდები გადმოვიღე, რომლებთანაც მიმუშავია.
ყველაზე მეტი ვან გაალისგან ვისწავლე, რადგან ის ჩემთვის მისაბაძ მაგალითად იქცა", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, ლუის ენრიკე "ბარსელონას" მეორე გუნდს 2008/2011 წლებში ავარჯიშებდა, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის კარიერა "რომაში" დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…