პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფონიჭალაში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო; ადგილზე 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველა მიმდინარეობს, 4 კი დაშავდა.

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ინტერპრესნიუსი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მისულმა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

როგორც ვეფხვაძე განმარტავს, სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, გამომძიებლებიც მუშაობენ და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ.

„სამაშველო სამსახური აქტიურად მუშაობს, პარალელურად დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. მაშველებთან ერთად ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს, იმის შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა გვაძლევს, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, გამომძიებლებმა იმუშაონ. მათ შორის, ვადგენთ ყველა პირის მონაცემებს, რომლებიც კორპუსის მაცხოვრებლები არიან და სხვადასხვა ინფორმაციებს ვაგროვებთ.

ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს და ეძებს აქტიურად იმ პიროვნებებს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო - ლევან ვეფხვაძე "პირველებთან" საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, სულხან თამაზაშვილი და კახა კალაძე მივიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები