პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სი ძინპინმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც გაეროს რეფორმირების, ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდის და ბირთვული რისკების შემცირების საკითხებს ეხება

ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა შენჟენში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია გაეროს რეფორმირების, ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდისა და ბირთვული რისკის შემცირების შესახებ.

სი ძინპინმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც გაეროს რეფორმირების, ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდის და ბირთვული რისკების შემცირების საკითხებს ეხება
იმედინიუსი

ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ქალაქ შენჟენში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია დაამტკიცეს. დოკუმენტის ტექსტს ჩინური მედია ავრცელებს.

დეკლარაცია ოთხი პუნქტისგან შედგება და ისეთ საკითხებს ეხება, როგორებიცაა გაეროს რეფორმირება, ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდა და ბირთვული რისკის შემცირება:

1. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა - ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა აიღეს ვალდებულება გაატარონ გაეროს რეფორმა, რათა ორგანიზაციამ გლობალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს და შეესაბამებოდეს თავის ძირითად მისიას - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

2. სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობის გადამუშავებული პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის სასარგებლოდ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ენერგომომარაგების სტაბილური ნაკადების მნიშვნელობა.

3. სახელმწიფოთა სამმა მეთაურმა აღიარა, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოთა თანამდებობის პირების იმუნიტეტის პატივისცემას. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა ორგანოებმა საკუთარი იურისდიქცია ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.

4. სახელმწიფოთა სამმა მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ასეთი ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს. სამი ქვეყანა გამართავს დიალოგს ბირთვული რისკის შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გამოქვეყნდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიაშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების დეკლარაცია - ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიაშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს
  4. იმედინიუსისამთავრობოEuronews: აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა სამმხრივი სამიტის შემდეგ „სამშვიდობო დეკლარაცია“ მიიღეს, თუმცა დოკუმენტში უკრაინისა და ირანის ომები ნახსენები არ არის
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები