პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გამოქვეყნდა

ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელიც გაეროს რეფორმირებას, ნავთობპროდუქტების წარმოების ზრდას, თანამდებობის პირთა იმუნიტეტსა და ბირთვული ომის დაუშვებლობას ეხება.

ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გამოქვეყნდა
რადიო თავისუფლება

სამიტის დასრულების შემდეგ პეკინმა და მოსკოვმა მალევე გამოაქვეყნეს ლიდერების დეკლარაცია „მშვიდობის შესახებ".

მსოფლიოს სამი დიდი ბირთვული სახელმწიფოს მეთაურების პირველი სამმხრივი შეხვედრის შემაჯამებელი დეკლარაცია 4-პუნქტიანია.

პირველი პუქტი ეხება გაეროს რეფორმირებას, რათა ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად რეაგირებდეს გლობალურ გამოწვევებზე და შეესაბამებოდეს თავის ძირითად მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში.

მეორე პუნქტის მიხედვით, სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქტების წარმოების და მიწოდების გაზრდას „ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

მესამე პუნქტში, რომელიც ეხება სახელმწიფოების ოფიციალური პირების იმუნიტეტის მნიშვნელობას, ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სხვა ანალოგიური სტრუქტურები თავიანთ უფლებამოსლებებს „ბოროტად არ უნდა იყენებდნენ“.

ჩინეთის, რუსეთის და აშშ-ის ლიდერებმა დეკლარაციის მეოთხე პუნქტში დაადასტურეს, რომ ბირთვული ომი არასდროს არ უნდა გაჩაღდეს და ექნებათ დიალოგი ბირთვული რისკების შესამცირებლად და ბირთვული იარაღის გავრცელების აღსაკვეთად.

ინფორმაცია განახლდება

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსი ძინპინმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც გაეროს რეფორმირების, ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდის და ბირთვული რისკების შემცირების საკითხებს ეხება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიაშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების დეკლარაცია - ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიაშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს
  4. იმედინიუსისამთავრობოEuronews: აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა სამმხრივი სამიტის შემდეგ „სამშვიდობო დეკლარაცია“ მიიღეს, თუმცა დოკუმენტში უკრაინისა და ირანის ომები ნახსენები არ არის
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები