პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და საბოლოო ჯამში ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები განიხილებოდა, რუსული მხარე საქართველოს წინააღმდეგ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციას იყენებდა.

ირაკლი ქადაგიშვილი – საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და საბოლოო ჯამში ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ
პირველი არხი

საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და საბოლოო ჯამში ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში დარჩა, იძულებული იყო, რომ ნებისმიერი რეზოლუციისთვის ხელი მოეწერა და ეს ახსნილი იყო იმით, რომ თურმე, იმ რეზოლუციაში ისეთი ფორმულირება ჩაიწერა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ჰქონდა დაკავებული. ანუ, დე ფაქტო რაც მოხდა, ამას არანაირი კომპრომისული გადაწყვეტილება არ უნდოდა, მაგრამ იმ მომენტში, საქართველო სააკაშვილის პრეზიდენტობით დამარცხებული მხარე იყო, მას ამ მძიმე მარცხის საერთაშორისო დონეზე აღიარება და თავის დადანაშაულება მოუწია.

სხვათა შორის, როდესაც ჩვენ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები გვქონდა და საბოლოო ჯამში ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, ეს იყო მათი დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელება და ნათელი დოკუმენტალური დადასტურება უკვე საერთაშორისო რეზოლუციის დონეზე“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე ჩვენ შემოვაბრუნეთ ფაქტობრივად წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისა, გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში - შალვა პაპუაშვილი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს დავებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები