საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ - სასამართლოს პოლიტიკური განცხადებები არ აინტერესებს, სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ხუთი პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მხარეებს მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთონ, რადგან სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს.

პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ - სასამართლოს პოლიტიკური განცხადებები არ აინტერესებს - დაიმახსოვრეთ, სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაია გააკეთა სხდომაზე, სადაც ხუთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
ნადარაიამ პარტიების წარმომადგენლებს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა და მიმართა მათ, რომ საქმიანად არიან განწყობილი და სასამართლოს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით ელაპარაკონ.
„გასაგებია, რომ სარჩელი პოლიტიკურ პარტიებს ეხება და შემხებლობა აქვს პოლიტიკასთან, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები უნდა გაკეთდეს გარეთ. როცა სასამართლოში საუბრობთ პოზიციის სისწორე სამართლებრივად უნდა დაასაბუთოთ. ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა შევაფასოთ, რამდენად საფუძვლიანია საქმე ან რამდენად საფუძვლიანი არ არის. დაიმახსოვრეთ, რომ სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!“ - განაცხადა პარტიების მისამართით მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.
ციტატები სტატიიდან
„გასაგებია, რომ სარჩელი პოლიტიკურ პარტიებს ეხება და შემხებლობა აქვს პოლიტიკასთან, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები უნდა გაკეთდეს გარეთ. როცა სასამართლოში საუბრობთ პოზიციის სისწორე სამართლებრივად უნდა დაასაბუთოთ. ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა შევაფასოთ, რამდენად საფუძვლიანია საქმე ან რამდენად საფუძვლიანი არ არის. დაიმახსოვრეთ, რომ სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.