პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე998 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა, ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს და განაცხადა: „არ ვაუქმებთ, ვიხილავთ!“998 ჩანაწერი · 13 მედია

ზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა, ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს და განაცხადა: „არ ვაუქმებთ, ვიხილავთ!“

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს უპატივცემულობად შეაფასა და ბიბილაშვილი გააფრთხილა.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა, ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს და განაცხადა: „არ ვაუქმებთ, ვიხილავთ!“
ინტერპრესნიუსი

ჩვენს აკრძალვას ითხოვს ის პოლიტიკური ძალა, რომლის პირობებშიც საზოგადოებამ შეიტყო ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე. ადამიანები ამბობენ, რომ 30-ჯერ მეტს ვუსმენთო, მაგრამ თქვენ უნდა აგკრძალოთო - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც დანაშაულების სისტემურობასა და სისტემატურობაზე იყო საუბარი.

როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, იმ სასამართლოს პირობებში, რომელზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „კენგურუს სასამართლოა“, რასაც გინდა იმას დაარქმევ კანონიერს, მათ შორის წინა თარიღით გააფორმებ ნებართვას.

„ჩვენს აკრძალვას ითხოვს ის პოლიტიკური ძალა, რომლის პირობებშიც საზოგადოებამ შეიტყო ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე. ასევე, მიყურადებას რაც შეეხება, მათმა სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 30-ჯერ არის გაზრდილი სუს-ში შესული ინფორმაციის ნაკადი და 2.5 -ჯერ არის გაზრდილი მოსმენების რაოდენობა. ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს უნდა გახდეს ჩვენი პარტიის აკრძალვის საფუძველი. ანუ ადამიანები ამბობენ, რომ 30-ჯერ მეტს ვუსმენთო, მაგრამ თქვენ უნდა აგკრძალოთო.

ახლა მესმის რეპლიკა, რომ „კანონიერი იყოო“, რა თქმა უნდა, იმ სასამართლოს პირობებში, რომელზეც ღარიბაშვილი ამბობს, რომ კენგურუს სასამართლოა, რასაც გინდა იმას დაარქმევ კანონიერს. წინა თარიღით გააფორმებ ნებართვას, ვისაც გინდა მოუსმინო და მიუყურადო. თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით, რომ ასეა. პრემიერმაც თქვა, ჩვენ ვაუქმებთო...“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის განცხადებას უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და აღნიშნა, რომ „სასამართლო არაფერს აუქმებს, სასამართლო იხილავს საქმეს“.

„გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, ახლა საზოგადოების თვალში პრემიერისა და სასამართლოს გაიგივება გნებავთ ერთმანეთთან? პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო, იურისტი ხართ. რაც შეეხება იმას ვემიჯნები თუ არა პრემიერის სიტყვებს, რას ნიშნავს პრემიერს ვემიჯნები? პროვოკატორობთ, მინდა გითხრათ. სასამართლო არაფერს არ აუქმებს, სასამართლო იხილავს. ვერ ვიგებ ამ ტიპის პრეტენზიას. სასამართლოში შემოვიდა სარჩელი, კონკრეტული საფუძვლებითა და მოთხოვნით. რას ითხოვთ სასამართლოსგან, არ უნდა განიხილოს?“- განაცხადა ნადარაიამ, რასაც რეპლიკის სახით თავად ბიბილაშვილმა უპასუხა: „აქ რომ შესაბამისი სტანდარტები მოქმედებდეს, ეს სარჩელი საერთოდ წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო“.

რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილის ეს რეპლიკა სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა.

„კიდევ ერთხელ იტყვით სასამართლო სხდომის დარბაზში, რომ განხილვა გაუქმებად მიგაჩნიათ და საზოგადოებას რომ გინდათ დაანახოთ წინასწარ, რომ სასამართლო აუქმებს, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემლობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს. კეკლუცობთ საზოგადოების წინაშე... აუქმებთ, აუქმებთ, არ ვაუქმებთ, ვიხილავთ! შედეგი რა იქნება დაელოდეთ“,- განაცხადა ნადარაიამ, რასაც თავის მხრივ ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ მას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სჯერა, როცა მან თქვა, რომ „ჩვენ ვაუქმებთო“.

ამასთან, ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ 2003 წლამდე ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც ციტირებს მხარე, საქართველოში სიტუაცია იყო შეუდარებლად უარესი, 2012 წლიდან ეტაპობრივად უარსდება და დღეს არის უარესი.

„შესაბამისად, მხარე, რომელიც ამაზე მიუთითებს თავის განზრახვაში, თავის მიზნებში, არც ლეგიტიმურია და ის რასაც მხარე ითხოვს, არ უნდა დაკმაყოფილდეს“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიარ ვაუქმებთ [პარტიებს]! ვიხილავთ, შედეგი რა იქნება, დაელოდეთ – ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ქუჩური გარჩევაა?”; “უკვე ძალიან პიკზე ხართ” – რას ითხოვს მოსამართლე პროცესზე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები