თორნიკე ჭეიშვილი: ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს
თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ „კასრების საქმეზე“ 11 პირი ცნეს დამნაშავედ და მიაკვლიეს 400-ზე მეტ დისკს, სადაც ინტიმური და ფარული ჩანაწერები ინახებოდა.

ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და როგორც შევთანხმდით, აქ არ ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას, თუმცა, წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „კასრების საქმეზე“ დამნაშავედ ცნეს 11 პირი. როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, მიაკვლიეს ასეულობით დისკს, რომლებზეც იყო სხვადასხვა სახის ფარული ჩანაწერები, მათ შორის, ინტიმური ურთიერთობები, პოლიტიკურ პირთა აუდიოჩანაწერები და ა.შ. „ხსენებულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც „კასრების საქმითაა“ ცნობილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი, მათ შორის: მეგის ქარდავა — შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში. კოხტა კოდუა — იმავე სამმართველოს თანამშრომელი. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში.
დავით ჩაგინავა — შსს-ის მაშინდელი თანამშრომელი, იმავე დანაშაულებზე და სხვა პირები.
აქ ერთი უნდა აღინიშნოს: როდესაც მიაკვლიეს ამ კასრებს, საუბარი იყო 401 „CD” და „DVD“ დისკზე. მათ შორის, 31 დისკზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა პირთა ინტიმური ურთიერთობები, 35 დისკზე – სხვადასხვა ტელეფონის ნომრების დეტალური ამონაწერები, 55 დისკზე – სხვადასხვა პირთა, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ფარული აუდიოჩანაწერები და ა.შ.“ - განაცხადა ჭეიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…