პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგენტურა ხელიდან არ უშვებს შანსს, ტრაგედიები და ადამიანების უბედურება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს - დავით მათიკაშვილი

დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ოპოზიცია და „აგენტურა“ ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასა და ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

აგენტურა ხელიდან არ უშვებს შანსს, ტრაგედიები და ადამიანების უბედურება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს. ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების შემდეგ, კოალიცია "ცვლილებების" წევრმა ვანო წერეთელმა დაწერა, რომ მომხდარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ კი "ფეიქსბუქში" გააზიარა მასალა, რომელიც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის ნგრევის შემდეგ, სერბეთში დაწყებულ პროტესტს უკავშირდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, როგორ ცდილობენ რადიკალები ამ უბედურებით მანიპულირებას და ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ლანდშაფტის მორგებას ცდილობენ ამგვარი ტრაგედიით.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც კონკრეტულ ტრაგედიას, ადამიანების უბედურებას - რადიკალები, აგენტურა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. და დღესაც ჩვენ ვხედავთ უბედურ შემთხვევას, ტრაგედიას, რომელმაც გამოიწვია შესაბამისად, ძებნის შედეგი, თუ როგორ ხდება ამ ტრაგედიით მანიპულირება.

პრაქტიკულად განულებულია აგენტურის რეიტინგი საქართველოში, საზოგადოება მხარს არ უჭერს და მრავალი მაგალითით დასტურდება ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, შანსს ხელიდან არ უშვებს რადიკალური ოპოზიცია, ისეთ ტრაგედიებსაც კი, სადაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის სრულიად საზოგადოებას, რომ აქ არ შეიძლება პოლიტიკური ლანდშაფტის მორგება ამ ტრაგედიისთვის, თუმცა ისინი ცდილობენ საზოგადოება ააღელვონ ასეთი ფაქტებით, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის არ იქნება იმის საფუძველი, რომ პოლიტიკური აქტიურობა ოპოზიციის მხარდასაჭერად გაიღოს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციაზე: მთელმა საზოგადოებამ ნახა რეალურად, რა მხარდაჭერა გააჩნია დღეს რადიკალიზმს და აგენტურას ჩვენს ქვეყანაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები