დავით მათიკაშვილი – მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები, რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის აქციამ ფიასკო განიცადა და მხოლოდ ერთი მუჭა ადამიანი შეიკრიბა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციური ძალების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მათი აკრძალვის დამატებითი არგუმენტია.

მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები? – რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა, რეალურად რა მხარდაჭერა გააჩნია რადიკალიზმს და აგენტურას.
„ტყუილი და თითიდან გამოწვეულია ის თეზა, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავით ამომრჩევლის სოლიდურ რაოდენობას არჩევანის უფლება ერთმევა. ამ შემთხვევაში მათი მხარდაჭერა ნულთან გათანაბრებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი დამოკიდებულია არა ხალხის მხარდაჭერაზე, არამედ იმაზე, თუ რეალურად რა მიზნები გააჩნია ამა თუ იმ პარტიას. ამიტომ ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. სააკაშვილის სახით ისევ ბელადომანიას ვხედავთ, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ზოგიერთი ძალებისთვის „დემოკრატიის შუქურად“ არის მიჩნეული, სინამდვილეში კი დემოკრატიის ნგრევით იყო დაკავებული. ეს პერსონა სხვა აგენტურულ ოპოზიციურ ძალებთან შეუთავსებელია და მათი კინკლაობის ფონზე კარგად ჩანს მათი რეალური ანტისახელმწიფოებრივი სახე, რაც კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია ამ პარტიების ასაკრძალად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ტყუილი და თითიდან გამოწვეულია ის თეზა, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავით ამომრჩევლის სოლიდურ რაოდენობას არჩევანის უფლება ერთმევა. ამ შემთხვევაში მათი მხარდაჭერა ნულთან გათანაბრებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი დამოკიდებულია არა ხალხის მხარდაჭერაზე, არამედ იმაზე, თუ რეალურად რა მიზნები გააჩნია ამა თუ იმ პარტიას. ამიტომ ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. სააკაშვილის სახით ისევ ბელადომანიას ვხედავთ, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ზოგიერთი ძალებისთვის „დემოკრატიის შუქურად“ არის მიჩნეული, სინამდვილეში კი დემოკრატიის ნგრევით იყო დაკავებული. ეს პერსონა სხვა აგენტურულ ოპოზიციურ ძალებთან შეუთავსებელია და მათი კინკლაობის ფონზე კარგად ჩანს მათი რეალური ანტისახელმწიფოებრივი სახე, რაც კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია ამ პარტიების ასაკრძალად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…