პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის საფუძვლებს ამზადებს და რეჟიმმა კონსტიტუციის 78-ე მუხლს უღალატა.

გრიგოლ გეგელია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის
ინტერპრესნიუსი

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის, რაც არის „ქართული ოცნების“ შემდეგი დამღუპველი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო დარბაზში დღეს არა პოლიტიკური პარტიები, არამედ ქართული სახელმწიფო და მილიონი ქართველის არჩევანის უფლება სამართლდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა ყველა ქართველმა დაინახოს სიმართლე. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის და სიმართლე არის იმაში, რომ ეს რეჟიმი ღალატობს ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას. ამ რეჟიმმა ღიად და დაუფარავად უღალატა კონსტიტუციის 78-ე მუხლს, იმ ვალდებულებას, რაც აიღო ქართველი ერისა და ევროპელების წინაშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომზადებული ვართ ყველა არგუმენტით, კითხვითა და პასუხით, რომ დავიცვათ ჩვენი პოზიცია, დავიცვათ მილიონი ქართველის არჩევანის უფლება, რადგანაც დღეს აქ არ სამართლდება პოლიტიკური პარტიები, დღეს აქ სამართლდება ქართული სახელმწიფო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის, რაც არის „ქართული ოცნების“ შემდეგი დამღუპველი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ გეგელია - ვხედავთ, რომ „ქოცებს“ არანაირი არგუმენტი და სამხილი არ გააჩნიათ - მათ ძალიან მძიმე და მწვავე კითხვებზე პასუხი მოუწევთ, როდესაც სასამართლოს ამ ფაზას მივადგებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები