პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია: ვუყურებთ აბსურდის თეატრს, ვუყურებთ მხარეს, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რაც ჩვენ არასდროს ჩაგვიდენია

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას გრიგოლ გეგელია „აბსურდის თეატრს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ბრალდებებს არავითარი მტკიცებულება არ უდევს.

გრიგოლ გეგელია: ვუყურებთ აბსურდის თეატრს, ვუყურებთ მხარეს, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რაც ჩვენ არასდროს ჩაგვიდენია
რუსთავი 2

"ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ეხმაურება.

მისი შეფასებით, არანაირი მტკიცებულება არ უდევს საფუძვლად მმართველი გუნდის ბრალდებებს.

"ჩვენ დღესაც, ისევე როგორც ყველა წინა დღეს, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ ამ შენობაში, სამწუხაროდ, ვუყურებთ აბსურდის თეატრს, ვუყურებთ მხარეს, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რაც ჩვენ არასდროს ჩაგვიდენია. არავითარი სამხილი, არავითარი მტკიცებულება ამ საქმეს არ უდევს. სასამართლოში, რა თქმა უნდა, მოუწევთ სამართლებრივი არგუმენტის მოტანა და შესაბამისი სამხილების მოყვანა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე რჩება. პლენუმი დღეს კითხვებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაუსვამს.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, პროცესი დროში გაწელოს და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააყენოს, რადგან საკუთარი პოზიციების დასაცავად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრს ვუყურებთ - მოსარჩელეს სურს, დაგვაბრალოს ის, რასაც თავად სჩადიოდა, რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არაკონსტიტუციური
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები