ყირიმის ხიდზე ისევ შეტევა იყო
სერგეი აქსიონოვის ცნობით, ყირიმის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მორიგი შეტევის გამო მოძრაობა დროებით გადაიკეტა და მიმდინარეობს ზიანის შეფასება.

მორიგი შეტევა ყირიმის ხიდზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი იერიშის გამო მოძრაობა ისევ გადაიკეტა.
ინფორმაციას ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ ხელმძღვანელი ავრცელებს.
„ყირიმის ხიდზე მორიგი შეტევის შედეგად მოძრაობა დროებით გადაკეტილია” და „მიმდინარეობს ზიანის შეფასება” – დაწერა სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამზე.
„კრიმსკი ვეტერ“-ის წყაროთა ცნობით, სარაკეტო შეტევა იყო ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…