პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეტევა ყირიმის ხიდზე – უკრაინის დარტყმის შედეგად ხიდის თაღი დაზიანდა

უკრაინის თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდის ერთი თაღი და გზის ნაწილი ზღვაში ჩავარდა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დრონით იერიშის გამო ხიდზე მატარებლებისა და ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია.

შეტევა ყირიმის ხიდზე – უკრაინის დარტყმის შედეგად ხიდის თაღი დაზიანდა
ბათუმელები

17 ნოემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის ერთი თაღი და გზის ნაწილი უკრაინის თავდასხმის შემდეგ ზღვაში ჩავარდა.

ინფორმაციას რუსული, უკრაინული მედია და ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ტელეგრამზე წერს, რომ 17 ნოემბრის ღამეს დრონის მეორე თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდზე მატარებლებისა და ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია და მძღოლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ყირიმის ხიდის მიმართულებით მოძრაობისგან.

სამინისტრო აცხადებს, რომ „მიყენებული ზიანის“ შეფასება მიმდინარეობს.

რუსული და უკრაინული წყაროები ადასტურებენ, რომ ყირიმის ხიდი ზედიზედ ორი დღე თავდასხმის სამიზნე გახდა – 16 და 17 ნოემბერს.

ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ააშენა. ხიდის სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

უკრაინა წლებია აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი მისთვის თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეა.

ფოტო: Supernova+/telegram

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. UNIAN · Telegramნეიტრალურიღამის თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდის ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა და მოძრაობა შეჩერებულია
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიკიევმა კვლავ შეუტია ყირიმის ხიდს, ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა
  4. ფორმულაოპოზიციურიუკრაინის განმეორებითი თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდის თაღი ჩამოინგრა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული დრონების იერიშის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები