დონალდ ტრამპი პუტინზე - ის ჩემი მეგობარია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა: „ის ჩემი მეგობარია“. პრეზიდენტებმა APEC-ის სამიტის ფარგლებში 40-წუთიანი მოლაპარაკება გამართეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.
“ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია”, - განაცხადა ტრამპმა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ოთახში შესვლისას.
“სასიამოვნოა თქვენი ნახვა”, - მიმართა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დღესვე, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…