პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯონ მირშაიმერი: ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით - ევროპის ლიდერი არ არსებობს

ნატო

პოლიტოლოგ ჯონ მირშაიმერის განცხადებით, აშშ-ის წამყვანი როლის გარეშე ევროპას ერთიანი ლიდერი არ ჰყავს და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების სერიოზული პრობლემა ექმნება.

ჯონ მირშაიმერი: ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით - ევროპის ლიდერი არ არსებობს
რუსთავი 2

ამერიკელების გარეშე ევროპა კოლექტიური მოქმედების სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, - ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსმა, ჯონ მირშაიმერმა გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

მისი შეფასებით, აშშ-ის წამყვანი და მაკოორდინირებელი როლის გარეშე გაურკვეველია, ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით და ვინ არის მთავარი პასუხისმგებელი, რაც, მირშაიმერის თქმით, 13 ნოემბერს, დუბლინში გამართულ ევროპული ქვეყნების შეხვედრაზეც გამოჩნდა, სადაც რუსეთთან ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა ერთიანი ლიდერის ნაცვლად რამდენიმე სახელმწიფოსა და ევროკავშირის ერთობლივ კოორდინაციას დაეფუძნა.

"ამერიკელების გარეშე ევროპელები კოლექტიური მოქმედების სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემსუბუქებული იყო მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უსაფრთხოების გარანტის როლს ასრულებდა.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნებოდა, მომეყვანა რამდენიმე მტკიცებულება იმისა, რასაც საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უკვე ვხედავთ.

რომ რუსები დღეს ხაზს უსვამენ: როდესაც მათ ევროპასთან საუბრისკენ უბიძგებენ, მთავარი პრობლემა, რომელსაც ისინი აწყდებიან, ისაა, თუ ვის უნდა დაელაპარაკონ? თუ ევროპაში რეკავ, ტელეფონზე ვისთან აღმოჩნდები დაკავშირებული? ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით - აი, ესაა დღის წესრიგში მდგარი საკითხი - და პასუხი ისაა, რომ ეს ნათელი არ არის.

ძველ დროში ეს რეალურად შეერთებული შტატები იყო, რადგან შეერთებული შტატები და ევროპა ერთად მუშაობდნენ.

ამიტომ შეერთებული შტატები ევროპელებთან კოორდინაციას ახდენდა და შეერთებული შტატები, ფაქტობრივად, ევროპელებისა და შეერთებული შტატების სახელით ლაპარაკობდა. სწორედ ეს იყო ნატოს ან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების არსი.

მაგრამ დღეს, თუ ამერიკელებს მოაშორებ და შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხავ, ვინ არის ევროპაში მთავარი პასუხისმგებელი, ეს სულაც არ არის ნათელი. ეს ჩვენ ევროპული ქვეყნების ბოლო შეხვედრაზე, დუბლინში ვნახეთ.

ეს 13 ნოემბერს, ირლანდიაში მოხდა. და საკითხი ასე იდგა: ევროპაში ვინ იქნება პასუხისმგებელი რუსებთან ურთიერთობაზე - და ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის ომს უკავშირდება. და ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და იტალიელები, პლუს ევროკავშირი, ყველა ერთად იმუშავებს საერთო პოზიციის შესამუშავებლად, რომელსაც შემდეგ რუსებს წარუდგენენ.

მაგრამ ხედავთ, აქ ერთიანი ლიდერი არ არის. არ არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც სიტუაციას მართავს. ასე არ არის, რომ პრეზიდენტ ტრამპს ელაპარაკები ან პრეზიდენტ ბაიდენს ელაპარაკები, ან ვინც უნდა იყოს შეერთებული შტატების სათავეში, ვინც როგორც ევროპის, ისე შეერთებული შტატების სახელით ლაპარაკობს. ევროპის ლიდერი არ არსებობს. და ეს რეალური პრობლემაა, და უბრალოდ კოლექტიური მოქმედების პრობლემის მტკიცებულებაა - როგორ აიძულო ევროპის ეს სხვადასხვა აქტორი, რომ ერთად იმუშაონ, როდესაც ერთიანი ლიდერი არ გყავს", - განაცხადა ჯონ მირშაიმერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპროფესორი ჯონ მირშაიმერი: ევროპა მომავალში, სავარაუდოდ, იმაზე მეტად დაქსაქსული იქნება, ვიდრე უკვე არის. მიმაჩნია, რომ ამ პროცესის შემობრუნება შეუძლებელია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთზე დარტყმებისთვის უკრაინის მიმართ კრიტიკა „საკმაოდ სულელურია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები