ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში მომავალ კვირას გაიმართება
თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი 19 ნოემბერს ჩინეთში, APEC-ის სამიტზე სამმხრივ შეხვედრას გეგმავენ, სადაც ბირთვული იარაღის შემცირებას განიხილავენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში, სამიტის ფარგლებში, შეხვედრას გეგმავენ.
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების საიმხრივი შეხვედრა გაიმართება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა განუცხადა. მისი თქმით, ლიდერების შეხვედრა 19 ნოემბერსაა დაგეგმილი.
"პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხსაც განიხილავს. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება უკიდურესად სახიფათოა", - თქვა პრესპიკერმა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე შესაძლოა ირანის საკითხიც განიხილონ, თუმცა უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება.
მოსკოვსა და პეკინს ამ დრომდე შეხვედრის შეთანხმება არ დაუდასტურებიათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაThe Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ
THE HILL: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინის საკითხის განხილვა არ იგეგმება
დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება
ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას გეგმავენ - თეთრი სახლი
ტრამპი, პუტინი და სი ძინ პინი მომავალ კვირას სამმხრივ შეხვედრას გამართავენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…