პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის დარტყმას ოდესის ცენტრზე

რუსეთის მიერ ოდესის ცენტრზე მიტანილ სამ იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ტელეარხის პროდიუსერი ხრისტინა ლისენკო, 19 კი დაიჭრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დარტყმები საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა.

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის დარტყმას ოდესის ცენტრზე
ფოტო: President Of Ukraine from Україна · CC0

ოთხი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი ტელეარხის ჟურნალისტი ქალი ემსხვერპლა რუსეთის მიერ 18 ნოემბერს უკრაინაში, ოდესის ცენტრზე განხორციელებულ დარტყმებს.

"დილით, პირველი შეტევისას დაიღუპა ხრისტინა ლისენკო, პირველი საქალაქო [არხის] პროდიუსერი. ის უბრალოდ სამსახურში მიდიოდა ... ოფისამდე სამი კვარტალიღა ჰქონდა დარჩენილი" - იუწყება ტელეარხი.

18 ნოემბერს რუსეთმა ოდესის ცენტრზე სამჯერ მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაიჭრა 19 პირი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ პირველი დარტყმის არეალებში რუსეთმა შეტევები გაიმეორა მაშინ, როცა ადგილზე მივიდნენ მაშველები და პოლიციელები.

" 'შაჰედებმა' [დრონებმა] დაარტყეს პირდაპირ ოდესის ცენტრს - საცხოვრებელ სექტორს" - წერს ზელენსკი. "მძიმე და განზრახული დატყმა პირდაპირ ადამიანებზე, სიცოცხლეზე. კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რა სურთ რუსებს სინამდვილეში და როგორია მათი რეალური მიმართება დიპლომატიურ ძალისხმევასთან".

რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის სხვა რეგიონებზეც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქიდან სამი დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე დარტყმაზე - თუ რუსეთზე გლობალური ზეწოლა არ გაიზრდება და უკრაინა რეალურ მხარდაჭერას არ მიიღებს, რუსეთს არ ექნება არანაირი საფუძველი, შეამციროს ესკალაცია და ნაბიჯი მშვიდობისკენ გადადგასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები