პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე - ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ნაცნობ მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე - ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც
ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ერთი ადამიანი
  2. რუსთავი 2სამთავრობობრალდებული მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა თავად ბრალდებულიც - პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვაკეში პენსიონერია მოკლული - ეჭვმიტანილი დაკავებულია (ახალი დეტალები)წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები